კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფორმულას ჟურნალისტს შეურაცხმყოფლად მიმართა.
წულუკიანი ეროვნულ გალერეაში გამოფენას ესწრებოდა, ღონისძიების შესახებ კი კრიტიკულ მედიებს არ შეატყობინეს. ფორმულას ჟურნალისტმა შენობიდან გამოსვლისას წულუკიანს ჰკითხა, რატომ არ დაპატიჟა ისინი, რაზეც მან უპასუხა:
"იმიტომ, რომ უღირსი ტელევიზია ხართ".
გალერეაში ოპოზიციური მედიები არ შეუშვეს.